The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ომარ ხარძეიშვილი

ომარ ხარძეიშვილი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა ვანში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1968–1972წწ. იყო თბილისის მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პათანატომი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, 1979–1988წწ. ამავე კათედრის დოცენტი, 1989–1995წწ. პროფესორი, ხოლო 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე, 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 
2006 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად.  ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ზოგადი პათოლოგიის, რეგენერაციის, რეანიმატოლოგიის, ჰეპატოლოგიის, გასტრო ენტერელოგიის გერონტოლოგიის და ციტოპათოლოგიის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაყოფადი ნერვული უჯრედების მორფოლოგიური დახასიათებისათვის", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაწლავის მორფოლოგიური ცვლილებები სწრაფი, გახანგრძლივებული კვდომის პროცესში და გაცოცხლების შემდეგ", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სასერტიფიკაციო საგამოცდო კომისია სპეციალობაში "პათოლოგანატომია-კლინიკური პათოლოგია", თავმჯდომარე
  • საქართველოს პათოლოგანატომტა სამეცნიერო საზოგადოების , წევრი
  • საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიური აკადემია , აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია