The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარი იაშვილი

ნოდარი იაშვილი
დაბადების თარიღი:1928  (96 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1954-1958 წლებში იყო ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმი-ლარინგოლოგი, 1959-1961 წლებში - სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1961-1963 წლებში - ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი ინსპექტორი, 1963-1965 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი, 1965-1966 წლებში - ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი ინსპექტორი, 1967-1969 წლებში - მცხეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, 1969-1971 წლებში - სამედიცინო ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1972 წლიდან იყო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრაზე - დოცენტად, ინსტიტუტის საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილედ. დოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ლარინგოლოგი, აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"