შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მურმან კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალო. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1971-1975 წლებში იყო ლენტეხის რაიონის კარდიოლოგი, მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, 1975-1977 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1977-1978 წლებში - მცხეთის რაისაავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების გამგე, 1978-1979 წლებში - რცკ საავადმყოფოს ექიმი ალერგოლოგი. 1979 წლიდან მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების გამგედ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ალერგოლოგი. აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი. 1990 წელს გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაცია "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის სპეციფიკური მკურნალობის თავისებურებანი". ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმის კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებანი მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |