The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დიანა ლაბარტყავა

დიანა ლაბარტყავა
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ალერგოლოგი, იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983-1985 წლებში - სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრა - კლინიკური ორდინატორი, 1985 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985-1990წწ. მუშაობდა მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყიფილებაში. 1990 წლიდან არის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბრონქული ასთმის იმუნოლოგიურ მაჩვენებლებსა და მკურნალობის გზებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "სტაფილოკოკური სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე ინფექციურ–ალერგიული ბრონქული ასთმის იმუნოთერაპია და სტაფილოფაგოთერაპია". 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ვივამედი
    მისამართი:აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, ნაკვეთი 14/470
    ტელეფონი:2 101 100