The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა ჭოველიძე

შალვა ჭოველიძე
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი, უროლოგი

ბიოგრაფია

განათლება, კვალიფიკაცია

1977-1983 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი - სამკურნალო საქმე.
1983-1985 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი - კლინიკური ორდინატურა. ქ მოსკოვი.
1985-1988 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი - კლინიკური ასპირანტურა. ქ მოსკოვი.

ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიური მიმართულების პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

პროფესიული გამოცდილება
2007 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, შეთავსებით შპს „ინტერკლინიკის“ კონსულტანტი - უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი. თბილისი, საქართველო.
2006 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- უროლოგიური მიმართულების პროფესორი. თბილისი, საქართველო.
1998 – 2006 წწ. ქ სანსის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო - უროლოგიური განყოფილების ორდინატორი. საფრანგეთი.
1994 – 1998 წწ. ქ. პარიზის პიერ და მარი კიურის სამედიცინო ფაკულტეტი, ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიური განყოფილება - კლინიკური რეზიდენტი და სამეცნიერო კლინიკური ასისტენტი, საფრანგეთი.
1988-1994 წწ. საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილება - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

საზოგადოებრივი აქტივობა
65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2010 წელს, კონკურსი უროლოგიაში - საფრანგეთის სერტიფიცირებული ექიმი უროლოგი.

საუნივერსიტეტო დიპლომები (ანდროლოგია, უროდინამიკა, ლაპარასკოპია, მიკროქირურგია).

მოკლე ბიოგრაფია

ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიურ ცენტრში (მოსკოვი), ონკო-უროლოგიის განხრით. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. 
მუშაობდა ქ. პარიზის (საფრანგეთი) ბიშას საავადმყოფოში უროლოგიური განყოფილების უცხოელ ექიმ-ორდინატორად, გუსტავ რუსის ინსტიტუტში ქ. პარიზში (საფრანგეთი) ზოგადი ონკოლოგიის განყოფილებაში უროლოგიის განხრით, ქ. პარიზის (საფრანგეთი) პიერ და მარი კიურის სახელობის ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიურ განყოფილებაში,საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ქ. ნოჟონ ლო ტრუს (საფრანგეთი) საავადმყოფოში უროლოგად, ქ. სანსის (საფრანგეთი) რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში უროლოგად. 2007 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ქირურგიული უროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. საფრანგეთში მოღვაწეობის დროს მიღებული აქვს შემდეგი დიპლომები: ანდროლოგია, უროდინამიკა, ლაპარასკოპია, მიკროქირურგია, უროლოგია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს მრავალი სერტიფიკატი. უდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. რის ევროპის უროლოგთა, საფრანგეთის უროლოგთა და საქართველოს უროლოგთა საზოგადოებების წევრი.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა საზოგადოების წევრი
  • საფრანგეთის უროლოგთა საზოგადოების წევრი
  • საქართველოს უროლოგთა საზოგადოების წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ინტერკლინიკა
    მისამართი:თბილისი ბაზალეთის ქ. № 7
    ტელეფონი:032 222-11-31; 577 46 00 25