შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რუსუდანი ქარსელაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1976-1977 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, 1977-1981 წლებში მუშაობდა თბილისის მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკაში, - უბის პედიატრად, 1981-1983 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1983-1989 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი. 1989 წლიდან პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლის “აიეტი” შინაგანი მედიცინის განყოფილების ალერგოლოგიისადა კლინიკური იმუნოლოგიის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი. პედიატრიის ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ალერგოლოგიის ექსპერტი. კაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო გენეტიკის ექსპერტი. 104 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები: “სამედიცინო გენეტიკა” (სერთიფიკატი ა-1 146881, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი, 1989 წ.), იმუნოთერაპია და ჰომეოპათიური მკურნალობა ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს (სერთიფიკატი N 857, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ტალინი, ესტონეთი 1991წ.), ასევე International Science and Technology Center Technology commercialization—Regional Training Centers Program, 2000, (Certificate ISTC) და The American International Health Allianca Epidemiology & Surveilance Strategies for Health Promotion Workshop 2002, (Certificate A.I.H.A) საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |