The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ აბდულაევი

იოსებ აბდულაევი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კამარლოში (დმანისის რაიონი). 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1965-1969 წლებში მუშაობდა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ქ. ლისიჩანსკში - სამხედრო ექიმად; 1969-1974 წლებში იყო ქ. თბილისის დიდი ლილოს სამხედრო ექიმი; 1974-1975 წლებში - ქ. თბილისის II საავადმყოფოს რეანიმატოლოგი; 1975 წლიდან იყო ქ. თბილისის № 1 სამშობიარო სახლის ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.