შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნესტან აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1979-1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1981-1991 წლები - ბ/რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი, 1991-1995 წლებში - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ასისტენტი, 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა ქირურგიის, ორთოპედიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის კათედრის ასისტენტად. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნური სისტემის მდგომარეობა კრიტიკული მდგომარეობების დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1987 წელს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |