The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნესტან აბდუშელიშვილი

ნესტან აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1979-1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1981-1991 წლები - ბ/რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი, 1991-1995 წლებში - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ასისტენტი, 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ბავშვთა ქირურგიის, ორთოპედიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის კათედრის ასისტენტად. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნური სისტემის მდგომარეობა კრიტიკული მდგომარეობების დროს ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1987 წელს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა.

ბიბლიოგრაფია