The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეთერ აბრამიშვილი

ეთერ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა დმანისის რაიონში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1968-1971 წლებში მუშაობდა დმანისის რაიონის სოფელ კარაბუახის საექიმო ამბულატორიის გამგედ; 1971-1974 წლებში იყო ხარაბოვსკის მხარის ქ. ბირობიჯანის საოლქო საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი; 1975-1979 წლებში - მცხეთის რაიონის სოფელ გლდანის (ამბულატორიის) უბნის მეან-გინეკოლოგი; 1980 წლიდფან მუშაობდა ქ. თბილისის № 5 სამშობიარო სახლის კონსულტაციური განყოდილების მეან-გინეკოლოგად.