შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი აბზიანიძე (გია)![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1973-1974 წლებში - ინტერნატურა ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს II ქირურგიულ განყოფილებაში; 1974-1976 წლებში - ქ. თბილისის სასწრაფო-გადაუგებელი სამედიცინო დახმარების ცენტრალურ სადგურში - ექიმ-ანგიოლოგად; 1976-1981 წლები - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1982 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1986 წლიდან სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის და კლინიკის ხელმძღვანელი. 1993 წლიდან პარარელურად მუშაობს რკინიგზის დეპარტამენტის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ე. ფიფიას სახელობის კლინიკური ბაზის ქირურგიული და კონსერვატიული ანგიოგრაფია-ფლებოლოგიის განყოფილების გამგედ და კლინიკის ხელმძღვანელად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1984 წელს მეცნიერების განხრით მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 4 საავტორო მოწმობა, 20–ზე მეტი რაციონალიზატორული წინადადება. მისივე ხელმძღვნელობით, პირველად საქართველოში მიიღეს ენდოთელური უჯრედები და აწარმოეს მათი კულტივაცია, აქვე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური პროთეზები და მოხდა მათი ექსპერიმენტული აპრობაცია. ასევე მისი ხელმძღვნელობით დაცულია სამი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეოლიზური ფერმენტებით დამუშავებული არტერიული ქსენოტრანსპლანტატები და მათი გამოყენება არტერიის პლასტიკისათვის", დაიცვა 1980 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ათეროსკლეროზით დაზიანებული აორტის ტერმინალური ნაწილის და ქვემო კიდურების მაგისტრალური არტერიების ქირურგიული მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |