The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა აბჟანდაძე

ნანა აბჟანდაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა თერაპიის კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის გულშიდა და ფუნქციური მეთოდებით კვლევის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად, ვაგონმშენებელი ქარხნის სანატორიუმ-პროფილაქტორიუმის კონსულტანტად, კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ბლოკში; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამსვლელ-თერაპევტად. ამჟამად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამსვლელ თერაპევტად; ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმენითის" თერაპევტად.