ძიება
ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)
|
ხუტა პაჭკორია
| დაბადების თარიღი: | 14 აპრილი, 1946 |
| გარდაცვ. თარიღი: | 24 ნოემბერი, 2023 (77 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | გასტრო-ენტეროლოგი |
ბიოგრაფია
დაიბადა ქ.ზუგდიდში. 1964-1971 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.1975-78წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1972-75 წწ. ხუტა პაჭკორია მუშაობდა წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიას ამბულატორიის მთავარ ექიმად. 1978 წლიდან 2000-წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. 2000-2023 წწ. წლიდან იგი მუშაობდა აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში გასტროენტეროლოგად. ხუტა პაჭკორია არის 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, აქედან - 9 მონოგრაფიის, ავტორი გასტროენტეროლოგიასა და შინაგან მედიცინაში. იგი არის მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (1997 წლიდან) და ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დაჯილდოებულია გრ.მუხაძის საიუბილეო მედლით (1992წ.). მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოებულია ფაზისის აკადემიის სიგელით (2003).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
- მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (1997-)
- ჟურნალ "შინაგანი მედიცინა და კარდიოლოგია XXI-ის" სარედაქციო კოლეგია, წევრი (2002-)
- ფაზისის აკადემია, წევრი (2009-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1992 - გრიგოლ მუხაძის სახელობის საიუბილეო მედალი
|