შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1970-1971 წლებში მუშაობდა ა/კ რკინიგზის თბილისის საავადმყოფოში; 1971-1976 წლებში - ქ. თბილისის № 1 საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში; 1976 წლიდან მუშაობდა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგედ. ამჟამად არის დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი – ენდოკრინოლოგი. იგი არის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის მრავალი სამეცნიერო ასოციაციის წევრი და სისტემატურად მონაწილეობს თავისი დარგის მეცნიერთა უმაღლესი დონის შეხვედრებში. არის 1 მონოგრაფიის, 2 მეთოდ-რეკომენდაციის და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |