The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შიხარხან ავალიანი

შიხარხან ავალიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ყაზახეთში, ყარაგანდაში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1973-1978 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ს/კ ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1978-1980 წლებში კლინიკური ორდინატორი; 1980-1983 წლებში ასპირანტი საკავშირო კარდიოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში ქ. მოსკოვი; 1984-1989 წლებში ასისტენტი; 1990 წელიდან იყო თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის დოცენტი; ასევე მუშაობდა ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, კარდიოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე - კათედრის დოცენტი. ამჟამად მედიცინის დოქტორი, პროფესორი. 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერაპამილის ზემოქმედება მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს დაავადების მიმდინარეობასა და დაზიანების კერის ფართობზე", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი