Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ოთარ აზიკური![]()
Biographyდაიბადა ახმეტის რაიონის სოფელი ზემო ალვანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1960 წლებში მუშაობდა ზნაურის რაიონში ჯერ საუბნო, შემდეგ რაისაავადმყოფოში ექიმი–ორდინატორად; 1960–1970 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1970–1992 წლებში მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად; ასევე 1970 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის უროლოგიურ კლინიკაში ჯერ ორდინატორად, შემდეგ - ასისტენტად. 1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება, რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის პროფესორი.საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსადენის დახურული ტრავმული დაზიანებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მუშებში", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიელონეფრიტით დაავადებულთა მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1989 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |