შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამარ ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1973-1976 წლებში - მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის პოლიკლინიკის ექიმი-პედიატრი. 1976-1979 წლებში - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასისტენტი. 1980-1992 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბ/სნ. კათედრის ასისტენტი. 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის № 2 პედიატრიის კათედრის დოცენტი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა სეფსისის პრობლემების შესახებ; ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილ ბავშვთა პათოლოგიის განყოფილებას. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რკინადეფიციტური მდგომარეობა სეფსის დროს ჩვილი ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1984 წელს. მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო აკადემიის წევრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |