The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაყვალა ალადაშვილი

მაყვალა ალადაშვილი
დაბადების თარიღი:1930  (95 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სიღნაღში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1954-1957 წლებში იყო ქ. სიღნაღის რაისაავადმყოფოს თერაპევტი; 1957-1959 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1959-1980 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მე-2 საავადმყოფოში - ექიმ-თერაპევტად; 1980-1985 წლებში იყო რ.ც.კლ. საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში თერაპიული პროფილით; 1985 წლიდან რ.ც.კლ. საავადმყოფოს ზოგადი თერაპიული განყოფილების გამგე. უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი. აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი.