The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა ალოევა

მანანა ალოევა
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1971-1972 წლებში - ინტერნატურა ქ. ქუთაისის I კლინიკურ საავადმყოფოში; 1972-1973 წლებში იყო სანატორიუმ "რიონში" განყოფილების გამგე; 1973-1975 წლებში - სანატორიუმ " იმერეთის" (ნვროლოგიური პროფილის ორივე სანატორიუმი) მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1975 წლიდან - ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომში, ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეპტოლოგიის, ნეიროტრავმატოლოგიის, კოაგულოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები და მონოგრაფია რუსულ ენაზე. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრომბოჰემორაგიული სინდრომი ქალატვინის დახურული ტრავმის დროს", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ევროპული მიკროცირკულაციის საზოგადოება, წევრი
  • კლინიკური ჰემორგოლოგიის საზოგადოება, წევრი
  • მსოფლიო ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკროცირკულაციის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი