The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამაზ ალექსიძე

თამაზ ალექსიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1927  (96 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1949-1951 წლებში მუშაობდა თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოში; 1951-1955 წლებში - მოსკოვის ჰელმჰომცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტი; 1955 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში - კათედის პროფესორი, შემდგომში - თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომის თვალშიგა წნევის რეგულაციის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვანე სინათლის გავლენა თვალშიგა წნევაზე", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის წნევის და თვალშიდა წნევის ურთიერთდამოკიდებულება",  დაიცვა 1964 წელს.