The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ალექსიძე

ალექსანდრე ალექსიძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982-1986 წლებში იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ოფთალმოლოგი; 1986-1988 წლებში იყო ექიმთა პოსტდიპლომური დახელოვნების ინეტიტუტში, რესპუბლიკურ ოფთალმოლოგიურ ცენტრში, პროფესორი, განყოფილების გამგე; 1988–1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ოფთალმოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან ამავე კათედრის  ოფთალმოლოგიის კათედრის პროფესორი. 1989   წლიდან ხელმძღვანელობს  რესპუბლიკურ ოფთალმოლოგიურ ცენტრს. ავტორია  85 სამეცნიერო ნაშრომისა კატარაქტის, გლაუკომის, თვალის ტრავმატიზმის,   ბადურის ჩამოცლის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით  დაცულია 3 საკანდიტატო  დისერტაცია. თვალის სნეულებათა მკურნალი, ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო  დისერტაციის თემა – "ვაზოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედება ციალიარული სხეულის ჰემოდინამიკაზე   სიმსივნური პროცესის  დროს", დაიცვა 1984  წელს. სადოქტორო  დისერტაციის  თემა – "გლაუკომის პათოგენეზის ადრენერგული მექანიზმები", დაიცვა 1989 წელს. 

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ოპტიმედი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №14
    ტელეფონი: +995 32 377019
    ელ.ფოსტა: