The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბადრი ალფაიძე

ბადრი ალფაიძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1977-1981 წლებში იყო მორიგე ქირურგი ქუთაისის ქალაქის № 1 კლინიკურ საავადმყოფოში; 1981-1983 წლებში დაამთავრა კლინიკური ორდინატურა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში; 1985-1987 წლებში მუშაობდა ტყიბულში ქალაქის საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ და რაიონის მთავარ ქირურგად; 1991-1997 წლებში იყო ქუთაისის ქალაქის № 1 საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების გამგე; 1997 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ქალაქის № 1 საავადმყოფოს მთავარ ექიმად; ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტ "ქუთაისის" №1 ქირურგიის კათედრის გამგე. აჟამად მუშაობს კლინიკა LJ-ში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კლინიკა LJ
    მისამართი:ქუთაისი, ჩეჩელაშვილის N6ა
    ტელეფონი:0431 24 39 34
    ელ.ფოსტა: