The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნელი ალშიბაია

ნელი ალშიბაია
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზუგდიდში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1947-1953 წლებში იყო ქ. ზუგდიდის რაისაავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1953-1957 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიs თვალის სნეულებათა კათდერის კლინიკის ორდინატორი; 1958-1966 წლებში - საბითუმო-საცალო სააფთიაქო მაღაზიის ექიმი-ოფთალმოლოგი; 1966 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგად, ასვე მუშაობდა ქ. თბილისის ოფთალმოლოგიურ ცენტრში ექიმ-ოფთალმოლოგად. უმაღლესი კატეგორია. აქვს შრომათა კრებული მიძღვნილი საავადმყოფოს დაარსებიდან 75 წლისადმი (ნ. ალშიბაია, ე. გოგოძე - "ტრავმატოლოგიის შესახებ").