The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეკატერინე ამირბეგოვა

ეკატერინე ამირბეგოვა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1921  (102 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1942-1946 წლებში ევაკოჰოსპიტლის ორდინატორი, ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1946-1949 წლებში საქართველოს ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1949-1972 წლებში საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი; 1972 წლიდან საქართველოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, რომებიც ეხება ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის პრობლემებს. სახელმწიფო სტანდარდით შესრულებული აქვს ორი შრომა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხრის ძვლის როკზედა მოტეხილობები და მათი მკურნალობა", დაიცვა 1972 წელს. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი