The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ციალა ანდრიაძე

ციალა ანდრიაძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სამტრედიაში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951-1952 წლებში იყო ქარელის რაიპოლიკლინიკის ოფთალმოლოგი; 1952-1954 წლებში - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრის ორდინატორი; 1955-1967 წლებში იყო თბილისის მე-11 პოლიკლინიკის ოფთალმოლოგი; 1967 წლიდან თბილისის I საავადმყოფოს თვალის განყოფილების ექიმი-ოფთალმოლოგი, შემდგომში ქალაქის I კლინიკურ საავადმყოფოს თვალის სნეულებათა კლინიკის ექიმი-ორდინატორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი კატეგორია. აქვს 18 სამეცნიერო ნაშრომი, 1 ბროშურა, 1 საკუთარი კლინიკო-ბიოქიმიური ლაბორატორიული ტესტი.