The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბესარიონ კილასონია

ბესარიონ კილასონია
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი-კრიმინალისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. 1971-79წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ხოლო შემდგომ ასისტენტი; 1979-98წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, ხოლო 1996 წლიდან კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან  ამავე კათედრის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1992 წელს არჩეული იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად; 1998 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის; არის  სასამართლო მედიცინის სრული პროფესორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ტანის ეპითელის კარიულოგიური თავისებურებანი კიბოსწინარე დისჰორმონული ჰიპერლაზიერის და კიბოს დროს", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სასამართლოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, თავჯდომარე
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი, სამეცნიერო მეთოდური ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია

  • სასამართლო მედიცინა : სახელმძღვ. სამედ. და იურიდ. პროფილის უმაღლ. სკოლის სტუდენტებისა და სასამართლო სამედ. ექსპერტებისათვის, ექიმებისა და იურისტებისათვის (ავტორი). - თბილისი, 2011. - 368გვ. - ISBN: 978-9941-0-3472-5