შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კონსტანტინე მათითაშვილი (კოტე)![]()
ბიოგრაფია1992–1999 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში გაიარა რეზიდენტურის პროგრამა პლასტიკური ქირურგიის სპეციალობით. 1996–2002 წლებში მუშაობდა სამკურნალო–დიაგნოსტიკურ ცენტრში დერმატო–კოსმეტოლოგიის და მიკროდერმოაბრაზიის სამსახურის ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტად. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში „კარაპს მედლაინი“ პლასტიკური ქირურგის თანამდებობაზე. მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ხუთი ათასამდე რეკონსტრუქციულ–პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაცია. სწავლების პერიოდში და ამჟამად მუდმივად ესწრება საერთაშორისო ტრეინინგებს და სპეციალიზირებულ კურსებს პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში. 2000–2001 წლებში გაიარა თეორიული და პრაქტიკული კურსი ესთეტიკურ ქირურგიაში იტალიაში. 2004–2008 წლებში ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სახის პროგრამებში. მისი მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება საქართველოში ტუჩისა და სასის ნაპრალით დაავადებული პაციენტების ზემოთ აღნიშნული პროგრამით ფინანსირება და მკურნალობა. არის მსოფლიოს პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის, მსოფლიოს ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების და საქართველოს პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის დოქტორი – პლასტიკური ქირურგი საერთაშორისო ტრეინიგები და კურსები 1992-1999 – Tbilisi State Medical University ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |