The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ჩოგოვაძე

ნინო ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 19??
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, წარჩინებით. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო ქ. მოსკოვში „ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული მედიცინის“ ცენტრში. მუშაობდა სამეანო გინეკოლოგიურ კლინიკაში „ბიბიდა“ ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში მეან-გინეკოლოგად. 2007 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილებაში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში: ბერლინი (გერმანია), რომი, ბარი, ფლორენცია (იტალია) და სხვ.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა)
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13