The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ანდრიაძე (გივი)

ნიკოლოზ ანდრიაძე
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1967-1997 წლებში მუშაობდა მ. წინმაძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1967-1970 წლებში იყო მოსკოვში მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიური ცენტრის ასპირანტი, შემდგომში მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს 52 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი საავტორო მოწმობა, ოთხი მეთოდური რეკომენდაცია. 1969 წელს დავიცვა საკანდიდატო დისერტაცია კარდიოლოგ აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით. 1989 წელს დაასრულა სადოქტორო დისერტაცია და მოსკოვში კარდიოლოგიის ცენტრში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. ამჟამად კარდიო-რეანიმაციული ცენტრის დირექტორი.

2014 წელს ლაიფციგში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში მედიკოსთა შორის. ტურნირი ტრიუმფით დაასრულა 71 წლის ნიკოლოზ ანდრიაძემ. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ მედიკოსები ათი ქვეყნიდან. ჯგუფურ ეტაპზე ანდრიაძემ ყველა ბრძოლა დიდი უპირატესობით მოიგო. ნახევარფინალში მას გერმანელი ალემან კოლბე ერგო მეტოქედ. მძიმე, უშეღავათო დაპირისპირება ქართველი მედიკოსის გამარჯვებით დასრულდა 10:9. ფინალში ნიკოლოზ ანდრიაძის მეტოქე ისევ გერმანელი ტასილ სეიდლერი გახლდათ. მიუხედავად მეტოქის ახალგაზრდული ასაკისა (სეიდლერი 47 წლისაა) ნიკოლოზ ანდრიაძემ ბრძოლისას დიდი შემართება გამოავლინა, სეიდლერს  სამქულიანი უპირატესობით სძლია 10:7 და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ ანდრიაძემ 1963 წელს ბელგიის ქალაქ გენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის ასაკში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოფარიკავე ახალგაზრდებს შორის. ბატონი ნიკოლოზ ანდრიაძე ლეგენდარული ქართველი კლასიკოსის, ტიციან ტაბიძის შვილიშვილია. 


საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კარდიო-რეანიმაციული ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ.5
    ტელეფონი:2517638