The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლალი არველაძე

ლალი არველაძე
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1986 წელს. 1986–1987 წლებში იყო ქუთაისის ავტოქარხნის მედიცინის სანიტარული ნაწილის ექიმი–ინტერნი; 1987-1993 წლებში - ამავე საავადმყოფოს უბნის ექიმი; 1993 წლიდან ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის "ქუთაისის" კლინიკის ხელმძღვანელი; ავტოქარხნის პოლიკლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''პლაცენტის პათომორფოლოგია ჰიპოქსიისა და ანტიოქსიდანტური თერაპიის პირობებში",  დაიცვა 1999 წელს. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის.