The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პაატა თუშურაშვილი

პაატა თუშურაშვილი
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 

განათლება

01.09.76 – 31.07.81 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი - ბიოქიმიის სპეციალობა; 01.09. 81 – 31.07.84 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ტრენინგები

1988-1989 - სამეცნიერო სტაჟირება - Renssealer Polytechnic Institute, Albany (NY);

1988-1989 - სამეცნიერო სტაჟირება - Scripps Clinic and Research Foundation, San Diego (CA);

1995-1996 - სამეცნიერო პრაქტიკა - Rheinische-Wilhelms –Universitaet BONN, Kinderklinik;

1996 - სამეცნიერო პრაქტიკა - Kernforschungszentrum Juellich;

2010 -ტრენინგი -GC/MS Theory and Application Course;

2010 - ტრენინგი - FTIR Theory and Application Course;

2010 – ტრენინგი - Agilent QQQ LC/MS Techniques and Operation;

2011 – ტრენინგი - LC/MS/MS Theory and Application Traning Course.

სამუშაო გამოცდილება

1985-2004 -თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოფიზიკის კათედრის მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე;

2005- დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი, სამედიცინო ქიმიის და ბიოქიმიის (ამჟამად ბიოქიმიის) დეპარტამენტის უფროსი;

2009 -2010 - სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ნარკოლოგიური-ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსის მოადგილე;

2010 -2010 .01.09 - სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ნარკოლოგიური-ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;

2010 -2012 - სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქიმიურ -ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი;

2012 – აგრო - ქართუს ლაბორატორიათა ქსელის დირექტორი;

2013 - დღემდე - - სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.

ფლობს უცხო ენებს ინგლისურს, გერმანულს, რუსულს - თავისუფლად

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №33