The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გოჩა არობელიძე

გოჩა არობელიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ფოთში. 1972 წელს დაამთავრა ვოლოშიროვგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1972-1989 წლებში იყო ქუთაისის ავტოქახნის მედსანნაწილში - ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ტრავმატოლოგიური პუნქტის გამგე, რეაბილიტაციური განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე; 1898-1997 წლებში - ქუთაისის № 1 საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე; 1998 წლიდან ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი, შემდგომში ქუთაისის სადემდიცინო ინსტიტუტის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის კათედრის გამგე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოცენტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი 1985 წლიდან; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი 1997 წლიდან; უმაღლესი საატესტაციო კატეგორია 1994 წლიდან. აქვს 1 გამოგონება, დაცული საავტორო მოწმობით და 28 სამეცნიერო ნაშრომი.