The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვასილ არჩვაძე

ვასილ არჩვაძე
Date of birth:23 August, 1959  (64 years)
Category:Surgeon

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1982 წ. წარჩინებით (წითელი დიპლომით) დაამთავრა თსსი სამკურნალო ფაკულტეტი, იყო აკად. გრ. მუხაძის სახელობის სტიპენდიანტი, დაჯილდოვებულია საკავშირო განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშნით „Отличнику Учебы“ და  44-ე სამეცნიერო კონფერენციის  I  ხარისხის დიპლომით. 

მისი საკანიდატო (1985) და სადოქტორო (2006) დისერტაციები ენტერალურ ზონდურ კვებასთან და ჰერნიოლოგიასთან დაკავშირებულ გამოგონებებს შეიცავს, რომელთა შესახებ მოხსენებები  და პუბლიკაციები გაკეთებული აქვს ქირურგთა საერთაშორისო ყრილობებზე მოსკოვში, ბერლინში, მილანში, ინსბრუკში, ლონდონში, ტურინში, არიზონაში, პეკინში, ბუდაპეშტში, პარიზსა და ტელ-ავივში.

      იგი არის 110-ზე მეტი პუბლიკაციის, 4 დანერგილი გამოგონებისა და 7 რაციონალიზატორული წინადადების  ავტორი, გავლილი აქვს სტაჟირება ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე პროფ. ე.ბოდნერის ხელმძღვანელობით.  გამოგონებისთვის «Устройство для промывания гнойных полостей»  ВДНХ-ზე დაჯილდოვებულია ВОИР (Всесоюзное Общество Изобретателей и Рационализаторов)-ის სამკერდე ნიშნით  «Изобретатель СССР»  და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით.

     პედაგოგიური მოღვაწეობა: იგი კითხულობს ზოგადი ქირურგიის ლექციათა სრულ კურსს უცხოენოვანი დეპარტამენტის სტუდენტთათვის დღიდან ამ ფაკულტეტის დაარსებისა (1997), არის ავტორი სახელმძღვანელოსი „General Surgery“ (2004), რომელიც სპეციალურად მე-3 კურსელთათვისთვის არის ადაპტირებული. გარდა ამისა, იგი არის ქართული „ზოგადი ქირურგიის“ სახელმძღვანელოს თანაავტორი (2008, 2015), „სამხედრო სამედიცინო ცნობარის“ რედაქტორი (2007) , ჟურნალ “საქართველოს ქირურგიის მაცნეს“(2016)  და „დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიის“ (2011)  რედკოლეგიების  წევრი.

    ამასთან, ვასილ არჩვაძე, როგორც პრაქტიკოსი ქირურგი, აქტიურად თანამშრომლობს  სამედიცინო  ცენტრ „იუნონასთან“,  არის აკად. გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი.

არის ლექსებისა და ესეების ("ფიქრების მარხილი ოცნების ცხენებით" 2003, "ნაკადული ხომ მდინარეს ერთვის" 2010) კრებულთ ავტორი.

1982 წლიდან დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრა.

პროფესიული გამოცდილება2006-2014: N°2 ქირურგიული დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულებისასისტენტ-პროფესორი2001-2006: თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის დოცენტი1988-2001: თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი1999: სტაჟირება ავსტრიაში ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიისკათენდრაზე პროფესორ ერნსტ ბოდნერის ხელმძღვანელობით პროფესიულ გაერთიანებათა წევრობა:2005: საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაციის წევრი1985: გრიგოლ მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოების წევრიგანათლება1985-1988: ასპირანტურა თსსი სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრაზე1982-1984: კლინიკური ორდინატურა თსსი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე1982: ინტერნატურა ქალაქის გაერთიანებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისკლინიკურ საავადმყოფოში1976-1982: შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისსამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი1966-1976: 62-ე და 161-ე საშუალო სკოლის მოსწავლეპუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები2006: სადოქტორო დისერტაცია თემაზე "საზარდულის თიაქრის მკურნალობის შედეგებისგაუმჯობესების გზები"1988: საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ენტერალური ზონდური კვება ადრეულპოსტოპერაციულ პერიოდში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას"2012: "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" (რედკოლეგიის წევრი)2010: სამხედრო სამედიცინო ცნობარის რედაქტორი2008: "ზოგადი ქირურგია" (სახელმძღვანელოს თანაავტორი)2004: სახელმძღვანელო “GENERAL SURGERY” განკუთვნილი ინგლისურენოვანი ფაკულტეტისმესამე კურსის სტუდენტთათვისØ მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში2013: "თბილისის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი "ახალი ნაბიჯები კრიტიკულ მედიცინაში"2012: "თბილისის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი "ახალი ნაბიჯები კრიტიკულმედიცინაში"2009: ევროპის ქირურგთა მეცამეტე ყრილობა2001: ევროპის ჰერნიოლოგთა ოცდამესამე ყრილობა, მილანი, იტალია1999: ევროპის ქირურგთა მესამე ყრილობა, ბერლინი, გერმანია1999: ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეცნიერო კონფერენცია, ავსტრიაგამოგონებები2004: "საზარდულის დაჭიმვის გარეშე თიაქარპლასტიკის "არჩვაძის" ხერხი"1996: "საზარდულის თიაქარკვეთის ხერხი სუფთა ქსოვილოვანი პლასტიკით"1988: "ენტერალური ზონდური კვებისთვის ხსნარის მიღების ხერხი"1982: "თირქოვანი ღრუების გამოსარეცხი მოწყობილობა"Ø რაციონალიზატორული წინადადებები:1987: "დაშლადი სამარხიანი ზონდი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ტაკვებისდეკომპრესიისა და ენტერალური ზონდური კვებისთვის""დაშლადი ორარხიანი ზონდი კუჭის ტაკვის დეკომპრესიისა და ენტერალურიზონდური კვებისთვის""ნაღვლის ბუშტის პრეპარირებისა და მისი სარეცელის ერთდროული პერიტონიზაციისხერხი"1986: a) "თორმეტგოჯა ნაწლავის გადაკვეთისა და მისი ტაკვის ერთდროული დახურვისწესი"; b) "პოლიმერული ხსნარი ენტერალური კვებისთვის"1984: "მოწყობილობა სისხლისა და მისი შემცვლელების გადასხმისათვის"ინფორმატიკა და ენები ენები: ინგლისური, რუსულ, ინფორმატიკა: Word, Excel, Power Point, Internet

Member of Organizations

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი (1985-)
  • საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაცია, წევრი (2005-)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33
    Phone:597-33-99-07
    E-mail: