| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1988-1989 წლებში იყო ქ. თბილისის № 8 საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1989-1991 წლებში - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1991-1994 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1994-1997 წლებში ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი. 2006 წლიდან 2017 წლამდე თსსუ ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, 2017დან 2021 მდე ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. 2007-2015 ფლებში სტომატოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მედიცინის დოქტორი. აქვს 58 სამეცნიერო ნაშრომი და 2 მეთოდური რეკომენდაცია. დისერტაციის თემა - "იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით ჰელიკობაქტერ პილორის გამოვლენის მნიშვნელობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის დროს", დაიცვა 1994 წელს. საკონტაქტო ინფორმაცია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

