The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გურამ ახმეტელი

გურამ ახმეტელი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1922  (101 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1944-1946 წლებში იყო სოფელ პრიუტის საექიმო უბნის გამგე; 1946-1948 წლებში - სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის საავადმყოფოს გამგე; 1948-1956 წლებში - კარდიოლოგიის ინსტიტუტი - ორდინატორი; 1956-1958 წლებში იყო კარდიოლოგიის ინსტიტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1965 წლებში - კარდიოლოგიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1996 წლებში - კარდიოლოგიის ინსტიტუტში - განყოფილების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს 66 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 1 მონოგრაფია.