The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კობიძე

თეიმურაზ კობიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ტოქსიკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1972წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1972–1978წწ. ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ხელოვნური სისხლის მიმოქცევის განყოფილებაში; 1978–1979წწ. იყო თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი; 1980–1983წწ. ხელოვნური თირკმლის კაბინეტის გამგე; 1983–1991წწ. ექსტრაკორპოლარული დეტოქსიკაციის კაბინეტის გამგე; 1991–1992წწ. ტოქსიკოლოგიის ცენტრის ტოქსიკორეანიმაციის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ცენტრს; 1992 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსს. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის და 3 დამხმარე სახელმძღვანელოსი. არის კლინიკური ტოქსიკოლოგიის პრაქტიკაში ექსტრაკორპორალური და სორბციული დეტოქსიკაციის განვითარებისა და ეფერენტული მედიცინის განვითარების ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ტოქსიკოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდის ზოგიერთი მორფო–ფუნქციური ცვლილებები გულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდების დროს", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია

  • უცნობი შხამებით მოწამვლა : დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ავტორი). - თბილისი, 1998. - 79 გვ.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №33
  • სამსახური
    აკად.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 29
    ტელეფონი:2 39 57 14
  • სამსახური
    შპს "ჯეო ჰოსპიტალს"
  • სამსახური
    შპს "მადლი"