The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო ბაბლიძე

ნინო ბაბლიძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:რეპროდუქტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქარელის რაიონში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1967-1968 წლებში იყო ქარელის რაიტუბდისპანსერის ექიმი; 1968-1971 წლებში - ი. ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტი; 1972-1976 წლებში - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ პოლიკლინიკის ექიმი; 1976-1977 წლებში - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977 წლიდან - ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975–1994 წლებში - მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებათა სამმართველოში წამყვან სპეციალისტად და სამეცნიერო საბჟოში სწავლულ მდივნად; 1975–1994 წლებში - იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს "რეპროდუქტოლოგიის" სწავლული მდივანი. 1973 წლიდან - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1981 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წლიდან უმაღლესი კატეგორიის ექიმი. აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ჰუბერტატულ–იუვენიური დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1973 წელს.