The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნელი ბაბუნაშვილი

ნელი ბაბუნაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1957-1958 წლებში იყო ქ. გორის ბ/პოლიკლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1958-1961 წლებში -  რესპუბლისკური ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1961-1968 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1994 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ამზადებს ექიმებს ელექტროფიზიოლოგიაში, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე კარდიოლოგიაში. აქვს 110 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ნორმისა და პათოლოგიის დროს, აქედან 81 გამოქვეყნებულია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა ელექტროკარდიოგრაფიული და ბალისტოკარდიოგრაფიული მონაცემები და მათი ურთიერთკავშირი ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის თავისებურება და გულის რიტმის მათემატიკური ანალიზი ქრონიკული ტონზილიტისა და ალერგიული დაავადებების დროს ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი