შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იზაბელა ბაღდასარიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ბათუმში. 1951 წელს დაამთავრა ყირგიზეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951-1953 წლებში იყო ნარინის ოლქის საავადმყოფოს ექიმი-ლაბორანტი; 1953 წელს - მალეხოვკის საექიმო ამბულატორიის ხელმძღვანელი; 1953-1955 წლებში იყო - კოსიხინის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი; 1955 წელს - ექიმი-სანიტარი ქ. ბათუმში; 1955-1957 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა ქ. ერევანში; 1957 წელს - ქ. ბათუმის საზღვაო საავადმყოფოს ექიმი-თერაოევტი; 1957-1960 ელრბში - ქ. ბათუმის საზღვაო საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე; 1960 წლიდან - ქ. ბათუმის საზღვაო საავადმყოფოს უბნის თერაპევტი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |