The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვაჟა ბაზღაძე

ვაჟა ბაზღაძე
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზესტაფონში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1971-1972 წლებში იყო ლოლიკაურის ამბულატორიის გამგე; 1972-1974 წლებში - სამხედრო ექიმი; 1974-1981 წლებში - მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის IV თერაპიის კათედრის მეცნიერ-მიშაკი; 1981-1985 წლებში - იქვე ასისტენტი; 1985-1989 წლებში - ზესტაფონის ფ.შ. ქარხნის მედსანნაწილის კარდიოლოგ-თერაპევტი; 1989-1991 წლებში - მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, შემდგომში ზესტაფონის ფ.შ. ქარხნის მედსანნაწილის კარდიორეანიმატოლოგი. აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Хроническое внутрисосудистое микросвертывание крови у больних гломерлонефритом", დაიცვა 1985 წელს მოსკოვში.