The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ ბათიაშვილი

ოთარ ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:2006  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პულმონოლოგი, ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1948-1950 წლებში იყო ლიკანის ტუბსანატორიუმის ექიმი; 1950-1954 წლებში - იმავე სანატორიუმის მთავარი ექიმი; 1954-1959 წლებში - ლიკანის პროფკავშირების სანატორიუმის მთავარი ექიმი; 1959-1989 წლებში იყო ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1989 წლიდან - ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილტვის ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან - მრჩეველი, 1978 წლიდან - რესპუბლიკის მთავარი ფთიზიატრი, 1981 წლიდან - ფტიზიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, 1966 წლიდან - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ბათიაშვილი შეისწავლის ტუბერკულოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და მათ გამოყენებას, კლიმატური-კურორტული მკურნალობის ეფექტურობას ტუბერკულოზით დაავადებულებში, სრულყოფს მეცხოველეებისა და მსხვილ რქოსანი საქონლის ტუბერკულოზით დაავადების ლიკვიდაციის უახლეს მეთოდებს და სხვა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამედიცინო პროფილაქტიკის და ადამიანის ეკოლოგიის, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიების აკადემიკოსი. აქვს 125 სამეცნიერო ნაშრომი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი (1966-)
  • ფთიზიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1981-)

ბიბლიოგრაფია