The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა ბასიშვილი

ნათელა ბასიშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1970 წლებში იყო ცხინვალის საავადმყოფოს თერაპევტი. 1970–1972 წლებში მოსკოვის მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1972–1975 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1977 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი  და ამავე კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სინდრომული დიაგნოსტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ავტორია 41 სამეცნიერო   ნაშრომისა კარდიოლოგიის აქტიურ პრობლემებზე. არის ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური და რეგიონალური ჰემოდინამიკის მაჩვენებლები არტერიული ჰიპერტონიის  დროს სხვადასხვა ჰიპოტენზიური საშულებებით მკურნალობის ფონზე", დაიცვა 1976 წელს მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტში.

ბიბლიოგრაფია

  • დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში : სიმპტომიდან დიაგნოზამდე-სინდრომული ძიება, გამოკვლევის პროგრამები, შინაგანი სნეულებების პათოგნომური სიმპტომოკომპლექსები : სახელმძღვანელო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, შპს "ირგა", 2010. - 819 გვ.. - ISBN: 978-9941-0-1641-7

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ლაბორატორია ”დნმ-დიაგნოსტიკა”
    მისამართი:თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 14 ბ
    ტელეფონი:2 18-37-84; 2 37 20 59; 599 93 42 31