შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მაგული ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1961 წლებში იყო ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანის" ექიმი; 1961–1967 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგი; 1967–1977 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან არის აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არის ავტორი 64 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩასახვის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის "ტრაცეპტონის" ექსპერიმენტალური და კლინიკური შესწავლა", დაიცვა 1974 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |