The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გივი ბაქრაძე

გივი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951-1954 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პატოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1955-1958 წლებში - ქალაქის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან იყო № 2 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ობსერვაციული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი.1975 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის მთავარი გინეკოლოგი; 1996 წლიდან - რკინიგზის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უმაღლესი კატეგორია. აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი.