შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ეთერ ბოცვაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1952 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; 1952–1963 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი; 1964–1948 წლებში დოცენტი; 1971 წლიდან კათედრის პროფესორი, 1980 წლიდან კათედრის გამგე; 1976 წლიდან იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცისნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ავტორია 242 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება დიფტერიის, დიზენტერიის, ჰეპატიტის, მენინგოკოკური ინფექციის პრობლემებს. აქვს 6 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო, მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონებები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის დეზამინირების ფუნქცია დიზენტერიის დროს", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოტკინის დაავადების კლინიკურ–ეპიდემიოლოგიური დახასიათება და პათოგენეზის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1970 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |