The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დალი ბეგალიშვილი

დალი ბეგალიშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ჭიათურაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1960-1962 წლებში იყო ქ. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი-პედიატრი; 1962-1963 წლებში - ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკის ექიმი-პედიატრი; 1963-1965 წლებში - ბავშვთა მე-17 პოლიკლინიკის ექიმი; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიკლინიკის ექიმი-პედიატრი; 1966 წლიდან - ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს I ბავშვთა თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი, შემდგომში ექიმი-პედიატრი; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, I კატეგორიის პედიატრი.აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი.