Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ოთარ ბურჯანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტისტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დატოვებულ იქნა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკაში, სადაც მუშაობდა ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ორდინატორის თანამდებობაზე. პარალელურად იგი აქვე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა - კითხულობდა ლექციებს ქირურგიაში ქართულ და რუსულ ფაკულტეტებზე; იყო აკადემიკოს კ. ერისთავის მოწაფე; 1949 წლიდან ო. ბურჯანაძე საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტია; 1956 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1950-1951წწ. მივლინებით მუშაობდა ორდინატორად საკავშირო დაქვემდებარების ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმ "ВЦСПС"-ის ქირურგიულ განყოფილებაში პროფ. არჩილ ერისთავთან, სადაც იგი ატარებს ყველა სახის ურთულეს ოპერაციებს ზოგად ქირურგიაში; 1955-1956წწ. საქ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორად; 1962 წელს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში ქ. ბრატისლავის ი. კომენსკის სახელობის მე-2 ქირურგიულ კლინიკაში აკადემიკოს კოროლ შიშკასთან, სადაც მან სრულყოფილად აითვისა ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის პირობებში გულზე ოპერაციების წარმოების მეთოდები და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის მუშაობის პრინციპები; 1966 წლიდან არჩეულ იქნა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგედ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე; მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა საქართველოში პირველ ფუნდამენტალურ კვლევას წარმოადგენდა სისხლძარღვთა ქირურგიაში; 1959 წელს ირჩევენ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდებაში; არის 7 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი; აღზარდა მრავალრიცხოვანი მოწაფეები, რომლებიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 4 სახელმძღვანელო და 6 მონორგაფია - ეხება თანამედროვე ქირურგიის სხვადასხვა სფეროს და მის აქტუალურ საკითხებს: გულის, მუცლის ღრუს, სისხლძარღვთა, ფილტვის ქირურგიას, ჰიპოთერმიას, გაუტკივარებას, გამოგონებებს, ბრწყინვალე ექსპერიმენტებს და მრავალ სხვას. პირველმა შეისწავლა საქართველოში მეზენტერიალურ სისხლძარღვთა მწვავე გაუვალობის კლინიკის, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები; მოგვაწოდა მაობლიტერებელი ენდარტერიიტის წარმოშობის მიზეზები და მისი მკურნალობის მეთოდები; მნიშვნელოვანია 50-იან წლებში მისი გამოგონება სისხლის ხელოვნური მიმოქცევის და გამაციებელ-გამათბობელი ორიგინალური აპარატებისა; ადრეულ წლებში პირველმა შეისწავლა მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები გულის სიცივით გაჩერებისას (სხვადასხვა ნივთიერებებით, მათ შორის ქლორეთილით), აგრეთვე მისი ცხოველმოქმედების აღდგენისას ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის პირობებში - სხვადასხვა მონაცემების შედარების საფუძველზე უპირატესობა მიენიჭა გულის სიცივით გაჩერების მეთოდს, რაც საყურადღებოა მასზე რეკონსტრუქციული ოპერაციების წარმოებისას; ქ. ბრატისლავიდან დაბრუნებულმა 1962 წელს პირველმა საქართველოში "მშრალ გულზე" წარმატებით ჩაატარა ოპერაცია ჯერ ექსპერიმენტულად და შემდეგ კლინიკის პირობებში (აპარატი ბრატისლავიდან); გულმკერდის ქირურგიაში პირველმა გაავრცელა ახალი თეორია "თრომბოჰემორაგიული სინდრომი" და იხმარა ანტიკოაგულანტი "ჰეპარინი" (თრომბოჰემორაგიული გართულებების თავიდან ასაცილებლად) და მოგვაწოდა მისი ხმარების დოზები "მშრალ გულზე" ოპერაციის დროს და ფილტვზე ოპერაციისას უშუალოდ ოპერაციის წინ; პროფ. ო. ბურჯანაძემ მოგვაწოდა ოპერაციის დროს ბრონქის ტაკვის დახურვის ორიგინალური მეთოდი, ფილტვის რაციონალური სეგმენტური რეზექცია, ბრონქული ფისტულების გამარტივებული კლასიფიკაცია; შეისწავლა ფილტვზე ოპერაციის შემდგომი მძიმე გართულების შედედებითი ჰემოთორაქსის კლინიკა და ეთიოპათოგენეზი, მოგვაწოდა მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხები. კლინიკის პირობებში მან პირველმა გამოიყენა ფილთვის რეზექციის შემდგომი ინტრაპლევრალური რეგიონალური, ნეკნთაშუა გაუტკივარება ოპერაციის შემდგომი გართულებების ასაცილებლად; პირველმა შეისწავლა ფილტვის პათოლოგიის კლინიკაში მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის საკითხები; ექსპერიმენტულად შეისწავლა ფილტვის გადანერგვის საკითხები; დაამუშავა ბრონქებისა და ბრონქ-სასულეს შერთულების დადების რაციონალური მეთოდიკა და ტექნიკა; პირველმა შეისწავლა ფილტვზე ოპერაციის დროს ბრონქის ქსოვილში მიმდინარე რეაქციული პროცესები სხვადასხვა სახის საკერავი მასალის გამოყენებისას - მან კლინიკაში ფილტვზე ოპერაციის დროს დანერგა ბრონქის ქსოვილისთვის საუკეთესო მასალით ნაკერის დადების ვარიანტი და სხვა. ქირურგი, პროფესორი(1973). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მაობლიტერებელი ენდრტერიიტის საკითხისათვის", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბრონქიაული ფისტულების პროფილაქტიკა და მკურნალობა ფილტვის ნაწილობრივი რეზექციის დროს". დაიცვა 1966 წელს. წყარო: ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ციცქიშვილი; Галерея отечественных хирургов, тб., 1988. – с. 354. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |