The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი ბენიძე

ირაკლი ბენიძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1988-1989 წელს იყო თბილისის კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ინტერნი. 1989-1990 წლებში - ქუთაისის მკაცრი რეჟიმის დახურული ტიპის ქალთა ვენსტაციონარის ექიმი-დერმატოვენეროლოგი. 1990-1991 წლებში - ქუთაისის ვენდისპანსერის საობსერვაციო პუნქტის ექიმი. 1991-1993 წლებში იყო ქუთაისის მკაცრი რეჟიმის დახურული ტიპის ქალთა ვენსტაციონარის ექიმი-დერმატოვენეროლოგი. 1993-1995 წლებში - თბილისის კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი. 1995 წლიდან -  თბილისის კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-მეთოდისტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 5
    ტელეფონი:(995 32) 295 06 26; (995 32) 295 77 44; (995 32) 295 46 43; 599 30 33 03
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.ncdv.ge