შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ყარამან ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1972წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს, ბავშვთა პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1972–1973წწ. გარდაბნის რაიონის სამგორის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1973 წელს თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1974–1982წწ. ასისტენტი; 1982–1990წწ. დოცენტი; 1990–1996წწ. პროფესორი; 1996 წლიდან პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის გამგე. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში მიკოპლაზმური რესპირატორული ინფექციის ეტიოპათოგენეზისა და კლინიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემის დაავადებების ლაზეროთერაპია ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |