The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ყარამან ფაღავა

ყარამან ფაღავა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972წწ. იყო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს, ბავშვთა პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1972–1973წწ. გარდაბნის რაიონის სამგორის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი–პედიატრი; 1973 წელს თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პედიატრი; 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1974–1982წწ. ასისტენტი; 1982–1990წწ. დოცენტი; 1990–1996წწ. პროფესორი; 1996 წლიდან პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის კათედრის გამგე. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 5 საკანდიდატო დისერტაცია.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში მიკოპლაზმური რესპირატორული ინფექციის ეტიოპათოგენეზისა და კლინიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემის დაავადებების ლაზეროთერაპია ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იენის უნივერსიტეტის ევროპული კოლეგიუმი, წევრ–კორესპონდენტი (1994-)
  • მეცნიერების საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1992-)
  • საქართველოს სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაცია, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიური მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • ქართულ–გერმანული სამედიცინო ასოციაცია, პრეზიდენტი (1998-)
  • ხელოვნების საერთაშორისო აკადემია (კალიფორნია, აშშ), წევრი (1990-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 21
    ტელეფონი:2 54 06 97; 2 52 46 66